კალათბურთი

22:05 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 4 ქულა და "რეჯანას" მარცხი "ოლიმპია მილანოსთან"

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ბექა ბურჯანაძის „რეჯანა“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და 63:81 დამარცხდა. რეჯიო ემილიელებმა ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პრაქტიკულად უბრძოლველად წააგეს.

ბურჯანაძემ 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.

„რეჯანა“ 2 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 დეკემბერს, „ვენეციას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118024