„ნაპოლიმ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ინგლისური „კრისტალ პალასი“ 3:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმი ითამაშა. შესვენებაზე ლუჩანო სპალეტიმ 5 შეცვლა განახორციელა და ერთ-ერთი, ვინც შეცვალა, ქართველი შემტევი იყო. მის ნაცვლად თამაშში ჯაკომო რასპადორი ჩაერთო, რომელმაც იტალიელებს მოაგებინა.
„ნაპოლი“ აგებდა, 33-ე წუთზე ვილფრიდ ზაჰამ გახსნა ანგარიში, ხოლო 2 წუთში ვიქტორ ოსიმენმა ფანტასტიკური გოლი შეაგდო და წონასწორობა აღადგინა. 65-ე და 81-ე წუთებზე კი რასპადორიმ დუბლი შეასრულა და ნეაპოლელებმა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ რასპადორი შესანიშნავი ფორმაშია, წინა სპარინგში, „ანტალიასპორთანაც“ (3:2) დუბლი შეასრულა.
კვარა აქტიური იყო, მაგრამ ჩანს, რომ ტრავმის შემდეგ იდეალურ სათამაშო ფორმაში არაა. სეზონის განახლებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ფორმაში შესასვლელად დრო აქვს.
„ნაპოლიმ" თურქული შეკრება დაასრულა, ახლა კი იტალიაში დაბრუნდება და საწვრთნელ პროცესს ბაზაზე გააგრძელებს. „აძურის“ მორიგი ტესტ-მატჩი „დიეგო მარადონაზე“ ესპანურ „ვილიარეალთან“ აქვს დაგეგმილი, ხოლო სერია A-ს უახლოეს ტურში 4 იანვარს, სტუმრად მილანის „ინტერს“ შეხვდება.