ფეხბურთი

19:48 | 11.12.2022 | ნანახია 785 - ჯერ

რონალდუ: "ჩემი ყველაზე დიდი ოცნება პორტუგალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იყო"

კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოთიშვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი ყველაზე დიდი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონობა იყო.

„პორტუგალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, საერთაშორისო დონეზე მრავალი ტიტული მოვიგე, მათ შორის პორტუგალიისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სახელის მსოფლიოში უმაღლეს დონეზე დაყენება, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო.

ამისთვის ვიბრძოდი. ამ ოცნებისთვის მთელი ძალით ვიბრძოდი. 16 წლის განმავლობაში, ხუთ მუნდიალზე, ყოველთვის დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად და მილიონობით პორტუგალიელი ხალხის მხარდაჭერით, ყველაფერი გავიღე. ყველაფერი მოედანზე დავტოვე. არასდროს დავნებებულვარ და არასოდეს დამითმია ეს ოცნება.

სამწუხაროდ, გუშინ ოცნება დასრულდა. ცხელ გულზე რეაგირება არ ღირს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი ვარაუდი გაკეთდა, მაგრამ ჩემი ერთგულება პორტუგალიისადმი წამითაც არ შეცვლილა. ყოველთვის ვიბრძოდი ყველა მიზნისთვის და არასდროს ვაქცევდი ზურგს თანაგუნდელებსა და ჩემს ქვეყანას.

ჯერჯერობით, სათქმელი ბევრი არაფერია. მადლობა პორტუგალიას, მადლობა კატარს. მშვენიერი ოცნება იყო, სანამ გაგრძელდა. ახლა დროა დავფიქრდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ხუთ სხვადასხვა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა. ის პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:00 | 11.12.2022
Kobe Bean (21688)

ეს ისეთი ტიპია მართლა დაისახავს მაგ მიზანს რომ 41 წლისამაც ითამაშოს მუნდიალზე(ეხლა მესიმ თუ მოიგო მითუმეტეს) მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე უკვე,ტიპს ეხლა არ ათამაშებენ ძირითადში და 41 წლისას ათამაშებენ?საერთოდ გამოიძახებენ რო?მერე მაგაზეც ატეხავს წიკვინს შანსს არ მაძლევენო.მოკლედ აეკიდება პორტუგალიას მთელი ცხოვრება და ვერ ჩამოიშორებენ

21:53 | 11.12.2022
ძიუდოო123 (1282)

არა მამენტ ,,სფრიკის ბულკის" ოცნება სადმე ისეთ გუნდშI გადასვლა უნდა იყოს სადაც კაი მაყუთან ერთად ძირითადშიც ითამაშებს

21:42 | 11.12.2022
Kobe Bean (21688)

არ აპირებს დამთავრებას.ეხლახანს მაგისმა დამ დადო პოსტი(რაც ნიშნავს იმას რომ რეალურად თვითონ კრისტინას დადებულია) სადაც წერს რომ 41 წელი ცხოვრების აყვავების დროაო)))2026-ის მუნდიალზეც უნდა თამაში.წელს მოიგოს ლეომ და ამან თუ უნდა 2030-შიც ითამაშოს)))

21:30 | 11.12.2022
georgianwelder (778)

ცხონებული ბებიაჩემიც ოცნებობდა სუხიშვილებში ეცეკვა

21:04 | 11.12.2022
თენგაბი (950)

ცუდია რომ ასეთი დიდი ფეხბურთელის ეპოქა სრულდება

20:02 | 11.12.2022
Kobe Bean (21688)

ეს კიდევ აპირებს ნაკრებში თამაშს?წადი ბიძია სახლში და დაასვენე ყველა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.156234