ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა ილია თოფურიას ბრაის მიტჩელთან გამარჯვება მიულოცა.
„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა ინსტაგრამსთორიში ილიას ბრძოლის ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქართველს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს, წარმატება მიულოცა: „გილოცავ ძმაო“, - დაწერა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ კარიერაში მე-13 ბრძოლა მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლებს.