ფეხბურთი

18:00 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ და რეგრაგი: ძველი ნაცნობების დაპირისპირება ნახევარფინალში

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებთა თამაში დიდ ინტერესს იწვევს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

მაგალითად, მაროკოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი და აგრეთვე, მთავარი მწვრთნელი ვალიდ რეგრაგი საფრანგეთშია დაბადებული. სხვათა შორის, რეგრაგის ყოფილი თანაგუნდელი ახლა საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია - ოლივიე ჟირუ.

ისინი „გრენობში“ 2007 წელს ერთად თამაშობდნენ. მაშინ მაროკოელი მცველი 32 წლის იყო და კარიერის ბოლო ეტაპს გადიოდა, ხოლო ჟირუმ კარიერა სწორედ „გრენობლში“ დაიწყო. სწორედ ფრანგულმა გუნდმა გამოაქვეყნა და 2007 წელს ვარჯიშზე გადაღებული ჟირუსა და რეგრაგის ერთობლივი ფოტო.

რეგრაგმა კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, სადაც პარის „რასინგის“, „ტულუზას“, „აიაჩოს“, „დიჟონისა“ და „გრენობლის“ წევრი იყო, ხოლო ორი სეზონი სანტანდერის „რასინგში“ გაატარა. მაროკოს ნაკრებში მან 2001-2009 წლებში 45-ჯერ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებების მატჩი 14 დეკემბერს გაიმართება.

0.114725