ფეხბურთი

16:25 | 11.12.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ვინისიუსი: "ბრაზილია 2026 წელს მსოფლიოს დაიპყრობს"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ვინისიუს ჟუნიორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბრაზილია 2026 წელს მსოფლიოს დაიპყრობს.

„მინდორზე ვტიროდი, გასახდელში ვტიროდი, თვითმფრინავში ვტიროდი, სახლში ვტიროდი და ყოველჯერზე ვიტირებ, როცა ვიფიქრებ რამდენად ახლოს ვიყავით. ეს ძალიან ცუდი დღე იყო. უდავოდ ძალიან მოწყენილი ვარ.

რამდენჯერმე დავწერე ეს ტექსტი და მერე წავშალე. სიტყვები არ მაქვს იმედგაცრუების აღსაწერად, მხოლოდ ცრემლები დამრჩა. მიყვარს ფეხბურთი და ეს მომცემს ახალ შესაძლებლობას, რომ იქამდე მივიყვანო ბრაზილია, სადაც ნამდვილად იმსახურებს ყოფნას - მწვერვალზე.

უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ვიდრე ოდესმე. ბოდიშს ვუხდი მთელ ბრაზილია და მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ერთიანი ბრაზილია მსოფლიოს 2026 წელს დაიპყრობს, დაიმახსოვრეთ“, - დაწერა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:51 | 12.02.2019
გორდა (159)

წარმატებები!
ის ჩვენს ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა!

23:35 | 10.02.2019
baraka (815)

წარმატებები მაიკლს. ყველაზე მაგარი ლეგიონერი ვისაც საქართველოსთვის სიხარული მოუტანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06512