„დინამო ბათუმი“ ბენჟამინ ტეიდმა დატოვა. ინფორმაცია 28 წლის ნიგერიელმა ფეხბურთელმა თვითონ დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კლუბი დატოვა და ყველას მადლობა გადაუხადა.
„დინამო ბათუმში“ ჩემი დრო დასრულდა, მაგრამ ეს საოცარი მოგზაურობა იყო კლუბთან ერთად. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ისტორია ერთად დავწერეთ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მთავარ მწვრთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრებს და ხელმძღვანელობას. ასევე თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს ძმებად იქცნენ და თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფანებს, თქვენ მაჩვენეთ დიდი სიყვარული და მხარდაჭერა, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვაფასებ მათ და პატივს ვცემ. ყველას გისურვებთ დიდი წარმატებებს მომავალში“, - დაწერა ტეიდმა.
ბენჟამინ ტეიდი „დინამო ბათუმს“ 2019 წელს ლატვიური „ლიეპაიადან“ შეუერთდა და ამ 4 სეზონის განმავლობაში გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი იყო და 118 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ტეიდი საქართველოში 2012 წელს გამოჩნდა, როცა „გაგრას“ რიგებში ირჯებოდა. მის ქართულ კარიერაში ასევე იყო „ალგეთი“, „იმერეთი“ და მარტვილის „მერანი“.