სხვა

11:21 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიამ ბრაის მიტჩელსაც მოუგო (+VIDEO)

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ში მეხუთე ბრძოლა მოიგო. ის დღეს აქამდე დაუმარცხებელ ბრაის მიტჩელს შეხვდა, რომელსაც მახრჩობელა ილეთით აჯობა.

თოფურიამ მეტოქეს მეორე რაუნდში შეუტია და 28 წლის ამერიკელს შანსი არ დაუტოვა. ილიამ მიტჩელს დანებებით მოუგო და UFC-ში ამ სტილში პირველად გაიმარჯვა.

მატადორმა კარიერაში მე-13 ბრძოლა მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკელს აქამდე 15-დან 15-ივე ბრძოლა მოგებული ჰქონდა და დღეს პირველი მარცხი განიცადა.

0.112538