ფეხბურთი

2:15 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტი: "მეტის გაღება არ შეგვეძლო"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ინგლისის ნაკრებმა მაქსიმუმი გაიღო და ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს.

„თამაშით მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ რა თქმა უნდა, გოლები გადამწყვეტია. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ მეტის გაცემა არ შეეძლოთ, ძალიან კარგად ითამაშეს ტოპ გუნდის წინააღმდეგ. ეს კარგი ზღვარია. მშვენიერი ტურნირი ჩავატარეთ. მსაჯზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მირჩევნია ჩემს ფეხბურთელებს ვისაუბრო და საფრანგეთს მივულოცო. არ მგონია, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო, ჩემი გუნდით ვამაყობ.

კეინის პენალტი? ვიგებთ და ვაგებთ გუნდურად, რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. კეინი ჩვენთვის საოცარი და სანდო ფეხბურთელია, რომ არა ის, ახლა აქ არ ვიქნებოდით. ჩემი მომავალი? ყოველი ტურნირის შემდეგ სიტუაციას ვაჯამებთ, გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული დრო დაგვჭირდება.“, - თქვა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველა მეტჯერ ინგლისი გამოეთიშა (7-ჯერ).

0.121203