ფეხბურთი

23:12 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეში: "რატომ იყო არგენტინელი მსაჯი, როცა მათი ნაკრები ტურნირზეა?"

პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ბრუნო ფერნანდეშმა მაროკოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ არგენტინელი მსაჯები გააკრიტიკა.

„უცნაურია, რომ შეჯიბრში პორტუგალიელი მსაჯები არ არიან, მაგრამ არიან არგენტინელები, როცა მათი ეროვნული ნაკრები აგრძელებს ტურნირში მონაწილეობას. ჩვენი მსაჯები მსაჯობენ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს და აქვთ საკმარისი დონე, მათი მსაჯები კი არ არიან მიჩვეულები ამ დონის მატჩებს. ისინი არ ერგებიან ტემპს. პირველ ტაიმში აშკარა პენალტი იყო. ცხოვრებაში არასდროს მივცემ თავს დაცემის უფლებას, როცა მეკარის წინ მარტო ვარ“, - თქვა ბრუნო ფერნანდეშმა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114167