ფეხბურთი

22:46 | 10.12.2022 | ნანახია 1846 - ჯერ

პეპე: "რატომ დანიშნეს არგენტინელი მსაჯი? ახლა შეუძლიათ თასი არგენტინას აჩუქონ"

პორტუგალიის ნაკრების მცველმა პეპემ მაროკოსთან მატჩის შემდეგ არგენტინელ მსაჯთა ბრიგადა გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ფიფა ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა გახდეს.

„მაროკოს გაუმართლა გოლის მომენტში. ჩემი თანაგუნდელებით ვამაყობ, მატჩის მოგება ვცადეთ. ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელსაც ფეხბურთის თამაში სურდა. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო, მაგრამ არ გამოვიდა.

მატჩის შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, რომ მსაჯები ქედმაღლები იყვნენ. ჩემპიონი არგენტინა გახდება. მას შემდეგ, რაც გუშინ ვნახეთ, როცა მესი წუწუნებდა, ჩვენს თამაშზე 5 არგენტინელი მსაჯი დაგვინიშნეს. შეუძლიათ თასი არგენტინას გადასცენ. სხვა რა ვთქვა? ვნახოთ რა მოხდება“, - თქვა პეპემ.

შეგახსენებთ, პორტუგალია მაროკოსთან 0:1 დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:32 | 11.12.2022
KoRBeN DaLLaS (24842)

ვაბშე მაროკოელი მსაჯები რომ დაენიშნათ ამ თამაშზე, მგონი ნაკლებად გაღიზიანდებოდნენ ესენი ))

11:18 | 11.12.2022
london (1032)

მაროკოელზეც არ არის. არგენტინელი მსაჯები პერვერტების სამკლაურით და პეპე სამარე იქნებოდა. შენც გაგისწორდებოდა დდდდ

01:11 | 11.12.2022
Bachana705 (373)

რაღა ეს და რაღა ხაბეიშვილი. 2 olo

00:03 | 11.12.2022
O. Mertskhali (8101)

შენ 'ვაფშე' დედაც არ გეტიროს, ფრთხილად იყავი..

0.136773