ფეხბურთი

20:52 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ბადერ ალ-მუტავის რეკორდი გაიმეორა

დღეს, 10 დეკემბერს, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიისა და მაროკოს ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩი მიმდინარეობს. 51-ე წუთზე პორტუგალიელთა რიგებში მინდორზე კრიშტიანუ რონალდუ გამოჩნდა.

სტატისტიკური პორტალი Squawka გვამცნობს, რომ კრიშტიანუ ეროვნული გუნდის მაისურით 196-ე მატჩს ატარებს, რითიც კუვეიტის ნაკრების მსოფლიო რეკორდსმენის, ბადერ ალ-მუტავის რეკორდი გაიმეორა.

0.122245