ესპანური SPORT-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა ლონდონის ,,ჩელსის" ფრანგი ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს შეძენას უახლოვდება.
ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ბარძაყის დაზიანების გამო ძალიან ცოტა ითამაშა და ვერც მსოფლიო ჩემპიონტზე წასვლა მოახერხა. ამის მიუხედავად, კატალონიელებს მისი შეძენა ძალიან სურთ და გუნდებს შორის საბაზისო შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
კატალონიურ კლუბსა და კანტეს აგენტებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და ტრანსფერი შესაძლოა იანვარში განხორციელდეს. ,,ბარსელონა" სარეზერვო კანდიდატებად ჟორჟინიოს და გიუნდოგანის ვარიანტებსაც განიხილავს.
ნგოლო კანტე ლონდონურ კლუბს ,,ლესტერიდან" 2016 წელს შეუერთდა და ჩატარებულ 262 შეხვედრაში 13 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.