„ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე მომდევნო ამხანაგურ მატჩს ინგლისური „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს და შეხვედრის წინ ინგლისელთა მარჯვენა მცველმა ჯოელ უორდმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, კვარას წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ „ნაპოლისთან“ თამაში მათთვის კარგი ტესტია.
„კვარაცხელიას შესანიშნავი თვისებები აქვს და რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ თამაში ადვილი არ იქნება. ზოგადად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მდგომარეობა გამოვცადოთ იტალიის ჩემპიონატის ლიდერისა და ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ“, - თქვა უორდმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩი 11 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება. კვარაცხელიამ ტრავმა მოიშუშა და წინა სპარინგში, „ანტალიასპორთან“ 45 წუთი ითამაშა.