ფეხბურთი

16:30 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერმა თხილამურებით სრიალისას ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. გერმანელმა ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა.

ამის მიზეზი კი თხილამურებით სრიალია და ნოიერმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„რა ვთქვა, წელი უკეთესად შეიძლებოდა დასრულებულიყო. თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოვიტეხე. გუშინ გავიკეთე ოპერაცია, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მადლობა სამედიცინო გუნდს. თუმცა, მტკივნეულია იმის ცოდნა, რომ სეზონი ჩემთვის უკვე დასრულდა“, - დაწერა ნოიერმა.

ამრიგად, 36 წლის მეკარე მომდევნო სეზონამდე მოედანზე ვეღარ გავა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მანუელ ნოიერმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი სამი შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115822