თამაშგარე

15:37 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ივანა კნოლი: "მკერდს დროშა მიფარავს, მაგრამ ხორვატია ფინალში თუ გავა, ალბათ ჩამომივარდება"

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი ივანა კნოლია, ხორვატი მოდელი და ყოფილი „მის ხორვატია“.

კნოლი ხორვატიის ნაკრების ყველა თამაშს დაესწრო კატარში და ყოველდღე სხვადასხვა გამოცემების პირველ გვერდზე ხვდება. ბრაზილიის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ფინალს აუცილებლად დაესწრება, იმის მიუხედავად, ითამაშებს თუ არა ხორვატია გადამწყვეტ მატჩში.

„კატარში მაიამიდან ჩამოვედი, სადაც მოდელად ვმუშაობ. ეს ჩემი ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატია. რამდენი სამოსი მაქვს ხორვატიის ფერებში? არც კი ვიცი, უბრალოდ ყველაფერი ჩავყარე, რაც ჩემოდანში ჩაეტეოდა.

ყოველდღე ფანებისგან ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებ, ვერც ვითვლი. ბევრი მათგანი ქორწინებას მთხოვს. როგორ ვარ კატარში? აქ ნამდვილად მშვენიერია, არავის უთქვამს, რომ ჩემი სხეული დამეფარა. ჩემთან სურათის გადაღება ყველას უნდა, ადგილობრივებსაც კი. მხოლოდ ერთ კატარელს სურდა ყურადღების მიპყრობა და ჩემზე ცუდად ისაუბრა.

ხორვატია რომ გავარდნილიყო, სახლში წავიდოდი, მაგრამ ახლა ფინალამდე აუცილებლად დავრჩები, ფინალში ვინც არ უნდა ითამაშოს. რა მოხდება თუ ხორვატია ჩემპიონი გახდება? მკერდი დროშით მაქვს დაფარული და ალბათ, ეს დროშა ჩამომივარდება“, - ციტირებს კნოლის სიტყვებს Bild-ი.

შეგახსენებთ, რომ ხორვარტიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 13 დეკემბერს, არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11899