ფეხბურთი

9:41 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "არ ვიცი დავრჩები თუ არა ბრაზილიის ნაკრებში, მოსაფიქრებლად დრო მჭირდება"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ნეიმარმა ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს წაგება დიდი ხნის განმავლობაში მტკივნეული იქნება.

„ეს კოშმარია, ვერ ვიჯერებ, რომ ეს მოხდა. ეს მარცხი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მტკივნეული იქნება, ამიტომ ვწუხვარ ასე ძალიან. მინდა მადლობა გადავუხადო ბრაზილიელ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ ოცნებებს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია. ახლა დროა სახლში წასვლის დროა, რომ ვიტიროთ და დამარცხება განვიცადოთ.

ნაკრებში დარჩენა? გარკვეული დრო მჭირდება დასაფიქრებლად, რომ ვიფიქრო ბრაზილიის ნაკრებზე და რა მინდა ჩემთვის. კარს არ ვხურავ, მაგრამ 100%-ით ვერ ვიტყვი, რომ დავბრუნდები. არაფრის გარანტიის მოცემა არ შემიძლია“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ხორვატიასთან გოლით პელეს გაუთანაბრდა ბრაზილიის ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით და „სელესაოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის პოზიციას მასთან ერთად 77 გოლით იყოფს.

0.137342