არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ნიდერლანდებთან მატჩისშემდგომ კომენტარში თქვა, რომ საქმე არც დამატებით დრომდე და არც პენალტების სერიამდე უნდა მისულიყო.
„დიდი სიხარული და ბედნიერებაა... თუმცა, არც დამატებითი დრო უნდა ყოფილიყო, არც პენალტების სერია. ტანჯვა მოგვიწია, მაგრამ მომდევნო ეტაპზე ვართ და ეს მშვენიერია. ვან გაალი ამბობს, რომ მისი გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს მაღალ ფეხბურთელებზე გრძელი პასები იყო.
ხორვატიამ აჩვენა, რომ შესანიშნავი გუნდია. ზოგიერთ მომენტებში ბრაზილიასთან თანაბრად ითამაშეს და აჯობეს კიდეც. ხორვატებს დიდი ხანია ეს მწვრთნელი ჰყავთ და ერთმანეთს კარგად იცნობენ.
მსაჯზე ძალიან გაბრაზებული ვარ, არ მინდა მასზე საუბარი, რადგან გულწრფელი ვერ ვიქნები. და თუკი გულწრფელი ვიქენი, დავისჯები. თამაშის დროს გვეშინოდა, რადგან ვიცოდით, ვინ იყო. ფიფამ სიტუაციას უნდა გადახედოს, არ შეიძლება ამგვარ მატჩზე ისეთი მსაჯის დანიშვნა, რომელიც დონეს არ შეესაბამება და დავალებას ვერ ასრულებს“, - თქვა მესიმ.
არგენტინის ნაკრებმა მეოთხედფინალში ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა, ნახევარფინალში კი, 13 დეკემბერს, ეთამაშება ხორვატიის ნაკრებს, რომელმაც ასევე პენალტების სერიის შედეგად, მეოთხედფინალში ბრაზილიას სძლია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასაგდები ჰოლანდიელები რომ იყვნენ ამ თამაშში ის დათვალე.გატანამდე რომ ათამაშა მსაჯმა ეგეც კარგად დათვალე.140 წუთზე მეტი გაგრძელდა თამაში და რაღას ლაპარაკობთ საერთოდ.მესის ხელით თამაში დინამიკაში განზრახს არ გავდა და ამიტომ არ მიცა ყვითელი,ბოლოს რაღაც უაზრობაზე მაინც მიცა.ლაოსი არის პროჭი
რა განზრახს არ გავდა გადაახვიე და კარგად ნახე ხელზე კი არ მოხვდა ხელით ჩამოირო ბურთი, და თუ აკვირდები ამ ჩემპიონატზე ყველა თამაშს ბევრს ამატებენ და ამ თამაშში მითუმეტეს იყო დასამატებელი იმდენი გაჩერება და ჩხუბი იყო
დინამიკაში არ გავდა რას ნიშნავს?იმას რომ ერთი შეხედვით არ გეგონებოდა განზრახ თამაში.გამეორებაზე კი ბატონო გამოჩნდა რომ განზრახ ითამაშა.ვარზე არ გადაამოწმებდნენ მაგ ეპიზოდს და ერთი შეხედვით ჩანდა რომ მოხვდა ხელზე და განზრახ არ უთამაშია და ეგრე დაინახა მსაჯმაც
ან რა თუნდაც მიეცა ეგ ყვითელი მერე რა?მეორე ყვითელი იქნებოდა თუ რა?მერე მაინც აღარ მიიღებდა ყვითელს მესი.ჰოლანდიელიები კი არ გააგდო,მეორე ყვითელზე იჯდა ხალხი და არ მიცა ბევრს
+
მესი რაც გამოჩნდა მას შემდეგ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რობენთან ერთად, მაგრამ ამის მერე დამეკარგა მასზე შთაბეჭდილება, რატომღაც მაგარი პიარი მიდის მსოფლიოშI რომ მესი ძალიან კარგი პიროვნებაა და საპირისპიროდ რონალდოს ანტიპიარი. რონალდო ცოტა ზედმეტად ამბიციური მართლაა მაგრამ მემგონი აქვს ამის უფლება მას შემდეგ რასაც მიაღწია
ჰოლანდიამ 80 წუთამდე ითამაშა ანტიფეხბურთი და ნამდვილად არ იმსახურებდა მოგებას, ასევე მესის დიდი გულშემატკივარი ვარ. თუმცა სასაცილოა რომ მესი მსაჯს აკრიტიკებს რადგან მსაჯი რომ არა არგენტინა ამ თამაშს წააგებდა ხოლო მესი 2 ყვითლის გამო უნდა გაეგდოთ, კი არ მოხვდა ნაგლად რომ დაიჭირა ხელით ბურთი მაგისთვის ყველას გააფრთხილებდნენ უბრალოდ მესის ვერ გაუბედეს.და დასაწყისშივე არგენტინელმა ფეხბურთელმა ჰოლანდიელს სახეში რომ გაარტყა ბუცი მაგაზე უეჭველი გასაგდები იყო.
და ჰოლანდიას ასეთი უსუსური შეტევის ხაზი ისტორიაში არ ყოლია ანტიჰოლანდიურ ფეხბურთს თამაშობდნენ. მარა ვან გაალს ვერ გავამტყუნებ რა შეტევაც ყავს იმ სტილზე ათამაშა გუნდი, გათვლა იყო სტანდარტებზე, და კონტრშეტევებზე, მაგრამ არგენტინის პირველმა გოლმა აურია გეგმები
მეტი რაღა უნდა გეთქვა მსაჯზე,მაინც შემოგელანძა ლაოსი და არ დაგსაჯოს ფიფამ მაგის გამო.ამიტომ ცოტა სიფრთხილე გმართებს ჯიგარო.ისე კი ეგ ის ლაოსია 2014-ში საჩემპიონო გოლი რომ გაუუქმა კამპნოუზე ატლეტიკოსთან.ნა..ზარი მსაჯია.იმედია ხვალ(უკვე დღეს) მბაპე და კრისტინაც წავლენ სახლში.კრისტინას გუნდი უფრო სწორედ თორემ ეგ ისედაც წასულია ამ მუნდიალიდან