ფეხბურთი

0:32 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლივაკოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ხორვატიის ნაკრების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა და ტურნირის რეკორდსმენი გახდა.

მან მიმდინარე მუნდიალზე 4 პენალტი მოიგერია, მუნდიალის ისტორიაში კი მასზე მეტი პენალტი არავის მოუგერიებია. ლივაკოვიჩმა 3 პენალტი იაპონიასთან უკუაგდო, ერთი კი - ბრაზილიასთან.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის დომინიკ ლივაკოვიჩი ზაგრების „დინამოში“ თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119543