ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ბრაზილიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან ბედნიერია, რომ ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ.
„ეს საოცრებაა. პატივი ეცით ბიჭებს, ყველას. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და ტურნირის მთავარი ფავორიტი გავაგდეთ. ყველას გეუბნებით: ეს არის ნამდვილი ხორვატია! როცა საჭიროა, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, ჩვენ ასეთები ვართ. ჩვენი დაუფასებლობა არ შეიძლება, საკუთარი თავით ვამაყობთ. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი ხორვატიის და ყველა მოთამაშის გამარჯვებაა. ყველამ მაქსიმუმი გაიღო, მადლობა მათ, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო.
სიამაყე, სიმამაცე, რწმენა, სამშობლოს სიყვარული - ამის წყალობით ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ წარმატებას. ბიჭებო, გილოცავთ ამ შედეგს, ძალიან ვამაყობ. ეს არ არის დასასრული, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. დიდი სალამი ყველას, ხორვატებს, ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ისიამოვნეთ, ეს თქვენთვისაა. ძალიან მიხარია, რომ ნახევარფინალში მეორედ გავედით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ 3 მილიონია. ჩემი ფეხბურთელები ნორმალურები არ არიან“, - თქვა დალიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები ისტორიაში მესამედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში და მუნდიალზე მეტჯერ ჯგუფიდან არც გასულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
luka2014 მოედანი არა მაგრამ არც ერთი ტრიბუნა არაა დაანგრიეს ყველაფერი ახლის აშენების იმედით, ყოველ წელს ტენდერი ტარდება კაცი შვილი არაფელს აკეთებს ჯერ ჯერობით
არ გაზარდოთ გუნდების რაოდენობა არა!!!
არც სინდის არც ნამუსი,ან ცოლი არ გყავთ,ან დედა ან მამა ან შვილი ,სულ არავისი არ გრცხვენიათ,ფუჰჰ
ლიჟბი რაც შეიძლება მეტი ფული მოტეხონ, მეტი არაფერი!
დომხალიკრატია
აშკარად სიგარეტის მწეველი ხარ
მარტო ადგილებზე წამოსკუპება არაა მტავარი საკმეც უნდა ააკეთოთ ბლ,ია.დ ასეთი ნელი ტემპებით რავიცი აბაა
ფულის მანქანებითაა გაძეძგილი ფედერაცია :@ ეს და რეზი არველაძე მეზიზღება ჭირივით !
_ ამას გვყავს ფინანსური სპონსორი ანაგის სახით და ყველა საბუთი ნორმაშია :@
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ხო მარა ფოთს მოედანი აქვს?
მე როგორც ვიცი მარტო ფოთი და ქობულეთი გადავიდა და მემგონი ფოთს მოედანი არ აქვს.
ააქვს ფოთს ..
აბა დაანგრიესო თუ რაგაც?