ფეხბურთი

17:59 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაკა: "ბრაზილიაში რონალდო ხალხისთვის უბრალოდ მსუქანი კაცია, რომელიც ქუჩაში დადის"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ თქვა, რომ ბრაზილიაში რონალდოს ისეთ პატივს არ სცემენ, როგორც საზღვარგარეთ. კაკას აზრით, რონალდო ბრაზილიაში უბრალოდ მსუქანი კაცია, რომელიც ქუჩაში დადის.

„უცნაურია ამის თქმა, მაგრამ ბევრი ბრაზილიელი ბრაზილიის ნაკრებს არ გულშემატკივრობს. ხანდახან ასეც ხდება. კატარში რონალდოს რომ ხედავენ, უხარიათ, ბრაზილიაში კი ცოტა სხვაგვარადაა.

ბრაზილიაში ის უბრალოდ მსუქანი კაცია, რომელიც ქუჩაში დადის. რა თქმა უნდა, ბევრ ბრაზილიელს უყვარს რონალდო, ასევე მეც, მაგრამ ბრაზილიაში და საზღვარგარეთ პატივს განსხვავებულად სცემენ. მის მიმართ უფრო მეტ პატივისცემას ბრაზილიის გარეთ ვხედავ, ვიდრე ბრაზილიაში“, - თქვა კაკამ.

შეგახსენებთ, რომ კაკა და რონალდო ბრაზილიის ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ და 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს.

0.120277