პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა მაროკოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა საკითხების გარდა, კრიშტიანუ რონალდუზე ილაპარაკა.
„რონალდუ ნაკრების დატოვებით თუ იმუქრებოდა? ამაზე არ გიპასუხებთ, მწვრთნელმა უკვე ისაუბრა, მაგრამ მინდა მესიჯი ყველასთვის დავტოვო, განსაკუთრებით, მედიისთვის: პორტუგალია დიდ კონკურენციაშია, დიდი ხნის შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა და ყველანი უფრო ერთიანები უნდა ვიყოთ და არ გავაფუჭოთ ნაკრების ატმოსფერო.
რონალდუსთან და მის გარეშე განსხვავებული ტაქტიკით ვთამაშობთ? ტაქტიკა იგივეა, პირველი თამაშიდან ერთ ტაქტიკას ვიყენებთ. მას აქვს თვისებები, რაც სხვებს არ აქვთ და სხვებს მისგან განსხვავებული თვისებები აქვთ, მაგრამ ყველას ერთი იდენტობა გვაქვს.
რონალდუსთან ერთად თამაში უფრო მეტი ზეწოლაა? მე არ ვგრძნობ ვალდებულებას, რომ ბურთი ყოველთვის რონალდუს გადავცე. ყოველთვის ვცდილობთ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. არ ვგრძნობ ზეწოლას, რომ პასი ყოველთვის რონალდუს მივცე. თუ ის მოედანზეა განსხვავებულად ვთამაშობთ, რადგან მას თამაშში რაღაცების გაკეთება შეუძლია, მაგრამ გუნდის თამაში არ იცვლება უკეთესობის ან უარესობისკენ იმის მიხედვით, რონალდუ მოედანზე არის თუ არა“, - თქვა ფელიქსმა.
შეგახსენებთ, მაროკოსა და პორტუგალიის ნაკრებთან მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.