ფეხბურთი

11:12 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიაჩი კამადას შეძენით არაერთი გრანდი დაინტერესდა

გერმანიის ჩემპიონატსა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შემდეგ დაიჩი კამადამ წამყვანი კლუბების ყურადღება მიიპყრო.

BILD-ის ინფორმაციით, 26 წლის იაპონელი ნახევარმცველის შეძენით "დორტმუნდის ბორუსია" და "ტოტენჰემი" დაინტერესდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კამადამ საკლუბო დონეზე 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფრანკფურტის "აინტრახტის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზეც თამაშობდა. მან იაპონიის შემადგენლობაში 4 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. იაპონია მერვედფინალში გავიდა, სადაც ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

0.119163