ფეხბურთი

1:59 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილმა ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური თამაში სამოყვარულო კლუბის, „სალსომაჯორეს“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 6:0 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმი ითამაშა და გოლიც გაიტანა. ლუკამ მეტოქის კარი მე-19 წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი გააკეთა. „კრემონეზე“ სერია A-ს უახლოეს ტურში 4 იანვარს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111024