ფეხბურთი

1:22 | 9.12.2022 | ნანახია 1014 - ჯერ

ალ-ხატერი კატარში დაღუპულ მუშაზე: "სიკვდილი ცხოვრების ნაწილია, სამსახურშიც ხდება და ძილშიც"

კატარში მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა ნასერ ალ-ხატერმა საუდის არაბეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე დაღუპული მუშის შესახებ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სიკვდილი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია:

„ჩვენ კარგი მსოფლიოს ჩემპიონატის შუაგულში ვართ და ამაზე საუბარი გსურთ? სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, რომელიც ხდება სამსახურშიც და ძილშიც. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მუშის ოჯახს, მაგრამ უცნაურია პირველ შეკითხვას ამ თემაზე რომ მისვამთ. მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ბევრი მსჯელობა იყო მუშების შესახებ და ყველაფერი, რაც მუშების სიკვდილზე ითქვა, ტყუილია. ამ ნეგატივთან საქმე თვეების განმავლობაში გვაქვს“, - განაცხადა ალ-ხატერმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიპინელი მიგრანტი მუშა ბაზის რესტავრირების დროს პანდუსიდან გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა. არაოფიციალური ინფორმაციით, კატარში სტადიონების მშენებლობის პროცესს 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:37 | 09.12.2022
თენგაბი (950)

სხვისი ჭირიო...

06:48 | 09.12.2022
valeri8848 (2622)

6 ათასი არა 60 ათასი რას მოთხრიან ეს ჟურნალისტები 6 ათასი ადამიანი არც კი უნდა სტადიონის აშენებას

0.144378