ავტოსპორტი

0:58 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა E-ს ამერიკულ ეტაპს პორტლენდი უმასპინძლებს

შტატ ორეგონის (აშშ) ქალაქ პორტლენდში, ელექტრონული სარბოლო ავტომობილების სერია ფორმულა E-ს ამერიკული ეტაპი ჩატარდება. პორტლენდი ნიუ იორკს შეცვლის და იქ რბოლა 24 ივნისს გაიმართება.

მომავალ წელს ელექტრონული ფორმულას ჩემპიონატი მეცხრედ ჩატარდება. მის კალენდარში 16 ეტაპია, პორტლენდი კი მე-12 ეტაპს უმასპინძლებს. ჩემპიონატი სტარტს მექსიკო სიტიში, 14 იანვარს აიღებს და 29-30 ივლისს, ლონდონში დასრულდება.

კალენდარში ასევე შევიდა ინდოეთის ქალაქი ჰაიდერაბადი, სამხრეთ აფრიკის კეიპ ტაუნი და ბრაზილიის სან პაულუ. სამივე ქალაქის ქუჩები ფორმულა E-ს პირველად მიიღებს. რაც შეეხება ამერიკულ ეტაპებს, პორტლენდამდე ისინი მიამიში, ლონგ ბიჩში და ნიუ იორკში ჩატარდა.

ფორმულა E-ს რბოლები, ამ სერიის წესების შესაბამისად, მხოლოდ ქალაქების ქუჩებში იმართება, რათა დიდი აუდიტორიის მიზიდვა მოხერხდეს. ახალი სეზონიდან, გუნდები მესამე თაობის სარბოლო ავტომობილებს გამოიყენებენ, რომლებიც უფრო სწრაფები, ეფექტური და მსუბუქი იქნება. ჩემპიონატში ორი ახალი გუნდი - „მაზერატი“ და „მაკლარენი“ ჩაერთვება. ამასთან, მეორე „მერსედესს“ ჩაანაცვლებს, რომელმაც ჩემპიონატი დატოვა.

თეგებიფორმულა E
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117942