„ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰაშმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველმა კლუბი უნდა დატოვოს.
„ვცდილობთ, რომ ზამთარში მას კარიერის სხვაგან გაგრძელების გზა მოვუძებნოთ. დისციპლინური გადაცდომა იყო, რომელსაც ვერც მე მივიღებდი, ეს განვიხილეთ მასთან და მის მენეჯერთან, რასაც მან პატივი სცა. ვეძებთ გამოსავალს მისი მომავლისთვის“, - თქვა იუჰაშმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზივზივაძეს ყველა ტურნირზე „ფეჰერვარის“ მაისურით 16 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ოქტომბრის შემდეგ მთავარ გუნდში არ უთამაშია და მეორე გუნდში დააქვეითეს.
აქვე გეტყვით, რომ 28 წლის ფეხბურთელს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.