ფეხბურთი

23:30 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "ნიდერლანდებთან სანახაობრივი თამაში იქნება"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნიდერლანდებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სანახაობრივი თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდს შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

„მსოფლიოს ჩემპიონატზე დარჩენილი 8 გუნდიდან ნებისმიერი საკმარისად თამაშობს საიმისოდ, რომ ფინალში გავიდეს. ნიდერლანდებთან ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაში იქნება, რადგან ორივე გუნდს უყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში. არ ვნერვიულობ, ვიცი, რომ ჩემი გუნდი მოედანზე ყველაფერს გაიღებს“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115061