ფეხბურთი

13:39 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

Record: „რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან წასვლით დაიმუქრა“

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს განუცხადა, რომ მასთან კონფლიქტის გამო, შესაძლოა, ეროვნული გუნდი დატოვოს - წერს პორტუგალიური გაზეთი Record.

წყაროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯის გადადმა რონალდუმ სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ გადაწყვიტა, როცა ის 65-ე წუთზე შეცვალეს. „ძალიან ჩქარობ ჩემს შეცვლას“ - დაუყვირა მაშინ გასახდელისკენ მიმავალმა კრიშტიანუმ სანტუშს.

შვეიცარიასთან მეოთხედფინალურ მატჩში კი ის ძირითად შემადგენლობაში არ აღმოჩნდა და მინდორზე მხოლოდ 73-ე წუთზე შეუშვეს, როცა მისი პარტნიორები უკვე 5:1 იგებდნენ (საბოლოოდ მათ 6:1 გაიმარჯვეს).

რონალდუმ ყატარის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიელთა ოთხივე შეხვედრაში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

0.120345