ინგლისის ნაკრების მცველმა, ჰარი მაგუაირმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სამი ლომი“ მუნდიალის მოსაგებადაა განწყობილი.
„რითი განსხვავდება ჩვენი დღევანდელი ნაკრები 2018 წლის გუნდისგან? ვფიქრობ, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ახლა მართლა გვჯერა, მუნდიალს მოვიგებთ.
2018-შიც ნაკრების წევრი ვიყავი. მაშინ ნახევარფინალამდე მივედით. მაშინ ბიჭები ბედნიერები იყვნენ. გვეამაყებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ და როგორც არ უნდა დასრულებულიყო ის მატჩში, სამშობლოში მაინც გმირებად დავბრუნდებოდით.
ახლა გვჯერა, რომ ტურნირის მოგება შგვიძლია. ეს კარგი ცვლილებაა მენტალიტეტში. ცხადია, ვიცით რა რთული იქნება ამის გაკეთება. არის კიდევ ხუთი თუ ექვსი გუნდი, რომლებსაც ასეთივე განწობა აქვთ. მაგრამ ჩვენი გამარჯვების გვჯერა.“ - ციტირებს მაგუაირის სიტყვებს BBC.
ტურნირის მეოთხედფინალში ინგლისელები 10 დეკემბერს საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !
საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"
ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!
ბრავო თოკო