ფეხბურთი

10:16 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ მუსიალას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ბაიერნი“ ნახევარმცველ ჯამალ მუსიალას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. ამის შესახებ კლუბის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი აცხადებს.

„ჯამალის დედას და აგენტს ვესაუბრეთ. ვუთხარით, რომ ბედნიერები ვართ ასეთი კარგი ფეხბურთელის გუნდში ყოფნით. გვინდა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დავსხდებით და განვიხილავთ მისი მომავლის ამბავს.“ - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Bild.

მუსიალას ბავარიულ კლუბთან მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში ეწურება.თმიმდინარე სეზონში ჯამალმა ყველა ტურნირში ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გერმანიის ნაკრების შემადგელობაში მან მსოფლიო ჩემპიონატის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბუნდესნაკრები ყატარის მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.

0.116117