ფეხბურთი

2:01 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას გოლი და საგოლე პასი ისრაელის თასზე (+VIDEO)

ისრაელის თასზე ლევან კუტალიას „ნეს ციონამ“ ჰაიფას „ჰაპოელი“ 5:4 დაამარცხა, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა.

კუტალიამ 25-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გოლს საგოლე პასი დაუმატა. მან ძალიან კარგი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ეს მოქმედება დაუფასდა - ალმოგ ბუზაგლომ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

მიმდინარე სეზონში კუტალიას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 3 გოლი ისრაელის უმაღლეს დივიზიონში მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114765