ავტოსპორტი

1:42 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მომავალ სეზონში პირველი სპრინტი აზერბაიჯანში ჩატარდება

ფორმულა 1-ი მომავალ სეზონში სპრინტ რბოლები ექვს ეტაპზე გაიმართება. მათგან პირველს კი აზერბაიჯანის დიდ პრიზზე, ბაქოს საქალაქო ტრეკი უმასპინძლებს. დანარჩენი ხუთი სპრინტი ავსტრიაში, ბელგიაში, კატარში, ოსტინსა და ბრაზილიაში გაიმართება.

აზერბაიჯანის ეტაპი 28-30 აპრილს არის დანიშნული. ავსტრიის შპილბერგში რბოლები 30 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. ბელგიის დიდი პრიზი სპას ტრეკზე 28-30 ივლისს არის დაგეგმილი. კატარის რბოლა 6-8 ოქტომბერს, ოსტინის (შტატი ტექსასი) რბოლა 20-22 ოქტომბერს, ბრაზილიის ინტერლაგუშზე კი 3-5 ნოემბერს გაიმართება.

ბაქოში, სპაზე, ოსტინსა და კატარში სპრინტები პირველად ჩატარდება. კატარი წლევანდელ სეზონშიც უნდა შესულიყო კალენდარში, მაგრამ მისი დებიუტი იმის გამო გადაიდო, რომ ქვეყანა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა.

შეგახსენებთ, რომ იმ ეტაპებზე, რომლებზეც სპრინტია გათვალისწინებული, საკვალიფიკაციო სესიები პარასკევს იმართება, მისი შედეგების შესაბამისად კი პილოტები სპრინტის სტარტზე განლაგდებიან. სპრინტის მანძილი 100 კილომეტრია. მის რვა საუკეთესო პილოტს ქულები ერიცხება. სპრინტის შედეგები კი კვირის რბოლის სასტარტო განლაგებას განსაზღვრავს.

ფორმულა ერთმა გამოაცხადა, რომ სპრინტის მასპინძელი ტრეკების შერჩევისას, არჩევანი იმ ტრასებზე გაკეთდა, რომლებზეც გასწრების მეტი შესაძლებლობაა და რომლებსაც მაღალსიჩქარიანი სექციები აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113305