კალათბურთი

1:37 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრონიკაშვილის და მაკფადენის "მურსია" ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსია“ ფრანგულ „სტრასბურს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 70:82 დამარცხდა.

რატი ანდრონიკაშვილმა ამ შეხვედრაში 6 წუთი ითამაშა, საკუთარ გუნდს კი 1 ქულა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა.

თად მაკფადენმა 23:18 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა 9-დან 3 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 ორქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.

„მურსია“ A ჯგუფში 3 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, ბოლო ტურში კი 21 დეკემბერს, უშუალო კონკურენტ „ტოფაშს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.127478