სხვა

1:14 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბრილიანტის ლიგა ჩინეთს უბრუნდება

მძლეოსნობის ბრილიანტის ლიგის 2023 წლის სეზონში, კალენდარს ორი ჩინური ეტაპი დაუბრუნდება. სეზონი დოჰას (კატარი) შეხვედრით, მაისში დაიწყება და იუჯინში (აშშ, ორეგონი), სექტემბერში დასრულდება.

მძლეოსნობის ერთდღიანი პოპულარული ტურნირების სერიის კალენდარში სულ 12 ქვეყნის 15 ქალაქია შეტანილი. ჩინეთი მე-14 სეზონის კალენდარში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

კალენდარში დაბრუნდა სილეზიის შეხვედრა, რომელმაც გასულ სეზონში, ჩინური შეხვედრების ადგილი დაიკავა. პოლონური შეხვედრა მომდევნო ხუთი სეზონის კალენდარშიც დარჩება. სამწლიანი პაუზის შემდეგ, კალენდარს ლონდონიც უბრუნდება.

ბრილიანტის ლიგის 2023 წლის კალენდარი:

დოჰა (კატარი) – 5 მაისი

რაბატი (მოროკო) – 28 მაისი

რომი (იტალია) – 2 ივნისი

პარიზი (საფრანგეთი) – 9 ივნისი

ოსლო (ნორვეგია) – 15 ივნისი

ლოზანა (შვეიცარია) – 30 ივნისი

სტოკჰოლმი (შვედეთი) – 2 ივლისი

სილეზია (პოლონეთი) – 16 ივლისი

მონაკო (მონაკო) – 21 ივლისი

ლონდონი (ბრიტანეთი) - 23 ივლისი

შანჰაი (ჩინეთი) – 29 ივლისი

შენძენი (ჩინეთი) – 3 აგვისტო

ცურიხი (შვეიცარია) – 31 აგვისტო

ბრიუსელი (ბელგია) – 8 სექტემბერი

იუჯინი (აშშ) - 16-17 სექტემბერი

0.110872