ფეხბურთი

0:56 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარას ზურგი აღარ აწუხებს, ბედნიერები ვართ, რომ დაბრუნდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თურქულ „ანტალიასპორთან“ ამხანაგური მატჩის (3:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარაცხელია კარგადაა და ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს:

„კვარა კარგად არის და ზურგის ტკივილი აღარ აქვს. დღესაც კი მან გვაჩვენა თავისი სათამაშო ხარისხის მცირე ნაწილები და ბედნიერები ვართ, რომ ის გუნდს დაუბრუნდა“, - თქვა სპალეტიმ.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ თურქეთში კიდევ 1 კვირა დარჩება და მომდევნო სპარინგს 11 დეკემბერს, „კრისტალ პალასთან“ ჩაატარებს. იტალიის სერია A-ს უახლოეს მატჩს კი 4 იანვარს, მილანში, „ინტერთან“ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.111978