ფეხბურთი

23:18 | 7.12.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, "ნაპოლიმ" თურქეთში ამხანაგური მატჩი ჩაატარა (+VIDEO)

იტალიური „ნაპოლი“ თურქეთში ემზადება და ამხანაგური მატჩი თურქული „ანტალიასპორის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 3:2 დაამარცხა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი 2 ნოემბრის შემდეგ უთამაშებელი იყო, რადგან წელის ტრავმა ჰქონდა. კვარამ პრობლემა უკან მოიტოვა და „ანტალიასპორთან“ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ. თუმცა, ლუჩანო სპალეტიმ მხოლოდ პირველი ტაიმი ათამაშა და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

კვარას საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, მიუხედავად ამისა, პირველი გოლი, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ მეცხრე წუთზე გაიტანა, სწორედ მისი აქტიურობის შედეგიც იყო. რასპადორიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი მატეო პოლიტანოს აქტივშია.

„ნაპოლი“ თურქეთში კიდევ 1 კვირა დარჩება და მომდევნო სპარინგს 11 დეკემბერს, „კრისტალ პალასთან“ ჩაატარებს. იტალიის სერია A-ს უახლოეს მატჩს კი 4 იანვარს, მილანში, „ინტერთან“ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:55 | 11.02.2020
Javshana (3011)

ნოტინგემს ვბალეშიკობ პრემიერ ლიგაში რო გადმოვიდეს, ეს კლუბი კი იმ ფილმის მერე შემიყვარდა რობინ ჰუდში რო არის მოვლენები ქალაქ ნოტინგემში :დ სერიალიც გადიოდა არხ საქართველოზე და მოკლედ იმ ნოტინგემის ნოსტალგიის გამო ვარ ასე :დ

0.131293