ფეხბურთი

22:40 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაბიო: "პრემიერლიგაში თამაში მინდა, მომწონს ინგლისური ატმოსფერო"

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში სურს.

„13 წლის ასაკში ინგლისში მოკლე პერიოდი გავატარე (რაბიო „მანჩესტერ სიტის“ აკადემიაში ვარჯიშობდა - რედ) და ეს იყო ძალიან დადებითი გამოცდილება. მომწონს ინგლისური ატმოსფერო, რადგან ის განსხვავდება საფრანგეთისა და იტალიისგან. ყოველთვის ვამბობდი, რომ პრემიერლიგაში თამაში სასიამოვნო იქნებოდა.

ეს მოხდება „იუვენტუსთან“ ჩემი კონტრაქტის დასრულების შემდეგ? არ ვიცი. ინგლისში საყვარელი გუნდი არ მყავს, ისეთი გამორჩეულია, სადაც აუცილებლად ჩემს თავს ვხედავ, მაგრამ ზოგადად ჩემპიონატი მიზიდავს“, - თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და იტალიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რომლის განახლების სანაცვლოდ ის ხელფასის 10 მილიონ ევრომდე მომატებას ითხოვს, რის გამოც სავარაუდოდ, „იუვენტუსი“ მას შეელევა. მიმდინარე სეზონში ფრანგმა ტურინელთა მაისურით 5 გოლი გაიტანა.

0.112291