ხორვატიის ნაკრებისა და გერმანული „ლაიფციგის“ მცველის, იოშკო გვარდიოლის მიმართ ევროპული გრანდები ინტერესს იჩენენ.
როგორც Sky Sports-ი წერს, 20 წლის მცველით „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ ინტერესდებიან. გერმანული გუნდი ხორვატ მცველს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავად თამაშობს, 90 მილიონ ევროდ აფასებს.
იოშკო გვარდიოლს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გერმანელები ფეხბურთელის ფასის დაკლებას არ აპრებენ.