ფეხბურთი

16:39 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე შესაძლოა რობერტო მარტინესმა ჩაანაცვლოს

ბელგიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა შესაძლოა ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს, ინფორმაციას Onda Cero ავრცელებს.

ესპანელებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მერვედფინალურ ეტაპზე მოულოდნელად დაასრულეს, როდესაც მაროკოს ვერ მოუგეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, „ფურია როხას“ მოქმედი მწვრთნელი ლუის ენრიკე თანამდებობას დატოვებს. მის ადგილს კი რობერტო მარტინესი დაიკავებს.

რობერტო მარტინესმა ბელგიის ნაკრებს 79 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც „წითელმა ეშმაკებმა“ 56 მოიგეს, 13 ფრე ითამაშეს და 10 თამაში მარცხით დაასრულეს. მანამდე ის ინგლისურ „სუონსს“, „უიგანს“ და „ევერტონს“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

0.126951