ფეხბურთი

16:09 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერან ტორესი: "პენლტების სერია ლატარიაა, მწვრთნელთან ვართ სიკვდილამდე"

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფერან ტორესმა მაროკოსთან მარცხზე და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიგან გამოვარდნაზე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, „ფურია როხა“ მერვედფინალიდან გავარდნას არ იმსახურებდა და პენალტების სერია ლატარიაა, რომელშიც არ გაუმართლათ.

"ჩვენ არ ვიმსახურებდით გავარდნას. ვერ განვახორციელეთ ის, რაც შევქმენით, მაგრამ მე ვამაყობ გუნდით, დაწყებული ფეხბურთელებით და მწვრთნელით დამთავრებული.

ესპანეთმა სტაბილურად ითამაშა, პენალტების სერია კი ლატარიაა - არ გაგვიმართლა. ვეცდებით დავარწმუნოთ ბუსკეტსი და ვეტერანები გააგრძელონ თავიანთი საქმე. ჩვენ მწვრთნელთან ვართ სიკვდილამდე", - თქვა ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და მაროკოს მატჩის ძირითად დრო ფრედ 0:0 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ლუის ენრიკეს გუნმდა ვერცერთი დარტყმა ვერ გამოიყენა. მაროკოელმა კიპერმა 2 ბურთი მოიგერია, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა და მაროკომ 3:0 მოიგო.

0.12401