ფეხბურთი

15:41 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ სათადარიგო ფეხბურთელებთან ერთად არ ივარჯიშა

კრიშტიანუ რონალდუ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ მას შვეიცარიის წინააღმდეგ მოედანზე დიდი დრო არ გაუტარებია.



მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა დღეს იმ ფეხბურთელებისთვის გამართა ვარჯიში, ვისაც გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშიათ. თუმცა ამ სესიაში მონაწილეობა არ მიუღია კრიშტიანუ რონალდუს.

თავდაპირველად, ფეხბურთელები სპორტდარბაზში შეიკრიბნენ და რონალდუ მათთან ერთად იყო. მისი ვარჯიშის შემხედვარე იგრძნობოდა, რომ ის დისკომფორტს არ განიცდიდა, თუმცა როდესაც ფეხბურთელები მინდორზე გამოვიდნენ, კრიშტიანუ მათთან ერთად არ იმყოფებოდა, რამაც ჟურნალისტების გაკვირვება გამოიწვია.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარია 6:1 გაანადგურა. რონალდუმ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და ის შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104111