ფეხბურთი

14:33 | 7.12.2022 | ნანახია NaN - ჯერ

მადლობა ბედნიერებისთვის, რომელსაც 2008 წლიდან ვიზიარებდით: აზარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ბელგიის ნაკრების შემტევმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.



,,დღეს ეს ფურცელი უნდა გადავშალო. მადლობას გიხდით სიყვარულისთვის. მადლობა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. მადლობა მთელი ბედნიერებისთვის, რომელიც 2008 წლიდან გაგვიზიარებია. გადავწყვიტე დავასრულო ჩემი სანაკრებო კარიერა", - დაწერა აზარმა.

მემკვიდრეობა მზად არის. მომენატრებით" - დაწერა ბელგიელმა თავის ,,ინსტაგრამის" გვერდზე.

ედენ აზარი ბელგიის ნაკრების ღირსებას 2008 წლიდან იცავდა. ამ დროში მან ,,წითელი ეშმაკების" მაისური 126-ჯერ მოირგო, 33 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

კატარის მუნდიალზე აზარმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია, მისმა გუნდმა კი ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:01 | 23.04.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

ისე მართლა რა საინტერესო იქნებოდა ძველი მესი რეალში. იქვე დი მარიაც.
ოღონდ რონალდუს გარეშე.
წარმოიდგინეთ მესი-დი მარია-ბენზემა წინ და მოდრიჩი-კაზემირო-კროოსი ცენტრში.
ზედიზედ ათ ჩემპიონობას ეგენიც დადებდნენ იუვენტუს-ბაიერბივით))

14:16 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

+++))))))

09:09 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

მესის რომ პერესის რეალში ეთამაშა და მაგის ხელშეწყობა ქონოდა,მაშინ ვინ იქნებოდა დღეს წარმოდგენაც კი არ მინდა.ეხლაც ხო რა არის და პერესის ხელში ღმერთი გახდებოდა

09:06 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

მაგიტომაც არის მესი გოათი სხვას რომ ყველაფერს შევეშვად,ყველაზე დიდ საფეხბურთო კლუბთან და ყველაზე დიდ საფეხბურთო მაფიოზთან ჯახი მოუწია 15 წელი.მესის გარდა ვერავინ ვერ გაუძლებდა პერესს

09:04 | 23.04.2024
Kobe Bean (21683)

სანამ პერესს ასეთი გავლენა ექნება ზოგადად ფეხბურთზე,მარტო ლა ლიგაზე არა,მანამდე ყოველთვის რეალი გადაწყვეტს ვინ რა უნდა მოიგოს.ტებასმა აღიარა პირდაპირ რომ პერესთან არაფერია და არ შეიძლება ერთ კაცს რომელიც კონკრეტული კლუბის პრეზიდენტია და არა ზოგადად ფეხბურთის,ამხელა გავლენა ქონდეს.კრისტინა მთლიანად პერესმა გაქაჩა,რომ არა ბაბუ,საერთოდ არ იქნებოდა ლეოსთან მაგის ხსენება.ყველაზე დიდ საფეხბურთო მაფიოზს ებრძოდა ლეო წლების მანძილზე

08:20 | 23.04.2024
ძიუდოო123 (1282)

რა მტკიცებულება არ გაქვთ თქვე კარგმოხნულებო გადაკვეთა კარის ხაზი. ისე მსაჯს საღოლ ჯერ რა პენალტი დანიშნა და მერე გოლი არ ჩათვალა. ვალენსიასთან მესის გატანილი არ ჩათვალეს 20-25 სანტიმეტრით გადაკვეთა ხაზი და 5-6 სანტიმეტრს როგორ დაინახავდნენ. ეს რეალი რომ ამ ბარსას ათი თავით აღემატება რათუნდა ლაპარაკი მაგრამ მსაჯმა რაც გააკეთა ამ კლასიკოზე ამაზრზენია. მერე გამოვლენ და დაიწყებენ თამაშით მოუგო ბრატ მსაჯი რაშუაშიაო

0.069769