ფეხბურთი

14:01 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: ჩემს ფეხბურთელებს 1000 პენალტის დარტყმა დავავალე

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაროკოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ თავის მოთამაშეებს ვარჯიშებზე მან 1000 პენლის დარტყმა დაავალა, თუმცა საშინაო დავალება კარგად ვერ შეასრულეს.



,,ერთი წლის წინ, ერთ-ერთ შეკრებაზე ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მინიმუმ 1000 პენალტი უნდა შეესრულებინათ, რადგან ზუსტად მუნდიალის წინ ამაზე ვარჯიში საკმარისი არ იქნებოდა. მე მეგონა მათ საშინაო დავალება შესრულებული ჰქონდათ.

ეს ისეთი მომენტია, სადაც მაქსიმალური ყურადღება გჭირდება. სწორედ ამ დროს უნდა გამოაჩინო ნერვები და ის, რომ პენალტის დარტყმა შეგიძლია ზუსტად ისე, როგორც დაგეგმე. თუ ვინმე ამაზე 1000-ჯერ ივარჯიშებს, ეს მასზე აისახება." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრები მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

0.134118