სხვა

12:26 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დღეიდან ქართველი ძალოსნები კოლუმბიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაერთვებიან

დღეს კოლუმბიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები დაიწყებენ ასპარეზობას. ჩვენი ნაკრებიდან პირველ დღეს ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე და შოთა მიშველიძე გავლენ.



თბილისის დროით 20:30 საათზე 61 კგ. წონითი კატეგორიის B ჯგუფში გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებს.
უკვე ღამის 01:30-ზე ამავე წონის A ჯგუფში შოთა მიშველიძე იგამოვა. ამ წონაში უკვე ჩატარდა C ჯგუფის შეჯიბრება და ჯერ-ჯერობით საუკეთესო შედეგი ვენესუელას წარმომადგენელ ვილკაინერ ლუგოს აქვს. მან ატაცში 123, აკვრაში კი 151 კგ დაძლია. ქართველ სპორტსმენებს მისი შედეგის გაუმჯობესება არ უნდა გაუჭირდეთ.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები გათამაშდება.

ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი:

7 დეკემბერი 20:30 სთ. გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.)
8 დეკემბერი 01:30 სთ. შოთა მიშველიძე (61 კგ.)
8 დეკემბერი 23:00 სთ. გურამ გიორბელიძე (67 კგ.)
9 დეკემბერი 23:00 სთ. კახი ასანიძე (73 კგ.)
12 დეკემბერი 04:00 სთ. რევაზ დავითაძე (89 კგ.)
12 დეკემბერი 23:00 სთ. ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.)
14 დეკემბერი 04:00 სთ. ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.)
16 დეკემბერი 04:00 სთ. გიორგი ჩხეიძე/ზაზა ლომთაძე (109 კგ.)
17 დეკემბერი 01:30 სთ. ლაშა ტალახაძე (+109 კგ.)

0.117513