პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შვეიცარიასთან გამარჯვების (6:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გუნდი მიწაზე უნდა დარჩეს. სანტუშმა ასევე კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუს ძირითად შემადგენლობაში არყოფნაზე.
„კარგი, შესანიშნავი თამაში იყო და ფეხბურთელებს უნდა მივულოცო. ახლა აუცილებელია მიწაზე დაბრუნება. მშვენიერი იყო, შესანიშნავი, მაგრამ წინ სამი თამაშია და მათ შორის, ერთი ოთხ დღეში გვექნება. იდეალური საღამო არ იყო, მაგრამ შესანიშნავად ვითამაშეთ და სწორი დამოკიდებულება 90 წუთის განმავლობაში გამოვავლინეთ.
ფეხბურთელებს სხვადასხვა თვისებები აქვთ. რონალდუსთან პრობლემა არ მაქვს, ჩვენ მრავალი წელია ვმეგობრობთ. ყველაფერი რიგზეა და მან ნამდვილი კაპიტნის მაგალითი აჩვენა. ადრეც ვისაუბრე ამაზე და აღარ გავიმეორებ: ის და გონსალო რამოში განსხვავებული ფეხბურთელები არიან, გუნდისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთებას ვცდილობ. კრიშტიანუ ჩვენი კაპიტანია და ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის ბიჭია, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს, მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი, ითამაშებს თუ არა შემდეგ მატჩში, ვნახოთ, რა იქნება. რამოში კარგად გრძნობდა თავს და შვეიცარიასთან არჩევანი მასზე გავაკეთე და ჩემი არჩევანით დავჯილდოვდი. შედეგი ამტკიცებს, რომ მართალი ვიყავი.
მაროკოსთან მატჩი? არ ღირს რაიმე პროგნოზის გაკეთება. კარგად მახსოვს, რა სირთულეები გვქონდა 2018 წელს, როცა მაროკოსთან ვითამაშეთ“, - თქვა სანტუშმა.
შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში თავის ისტორიაში მესამედ გავიდა.