სხვა

1:17 | 7.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკლაფლინი და დუპლანტისი წლის საუკეთესო მძლეოსნებად დასახელდნენ

ამერიკელი თარჯმრბენი სიდნი მაკლაფლინი და შვედი არმანდ დუპლანტისი, 2022 წლის საუკეთესო მძლეოსნებად დასახელდნენ. ორივემ თავის სახეობაში, იუჯინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

მაკლაფლინმა 400 მეტრზე თარჯრბენი 50.68 წამში დაასრულა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც თვეზე ნკლებით ადრე, იუჯინისვე ტრეკზე დაამყარა. გარდა ამისა, 23 წლის მორბენალმა მონაწილეობა მიიღო 4x400 მეტრზე ესტაფეტაში და აქაც ოქროს მედალს დაეუფლა. ამ მიღწევების შემდეგ მან განაცხადა, რომ 400 მეტრზე სპრინტშიც აპირებს გამოსვლებს.

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვსურდა, მიღწეულია. მაგრამ უფრო მეტიც შესაძლებელია“, - განაცხადა მაკლაფლინმა.

დუპლანტისი ჯერ 23 წლისაა, მაგრამ უკვე შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროის საუკეთესო ჭოკით მხტომელად. იუჯინში მან ოქროც მოიპოვა და წარმოუდგენელი ნახტომიც (6.21 მეტრზე) შეასრულა. სულ კი გასულ სეზონში მან მსოფლიო რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა.

დუპლანტისი პირველი ჭოკით მხტომელია, ვისაც ოქროს მედლები მოპოვებული აქვს მსოფლიოს და ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე დახურული არენების მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორებში და ჭაბუკებში, ასევე ევროპის ჩემპიონატზე.

„საკუთარი თავის შეზღუდვას არ ვაპირებ. იმაზე მაღლა ხტომა შემიძლია, ვიდრე აქამდე გადავმხტარვარ. ამიტომ მინდა, იმაზე მაღლა გადავხტე, ვიდრე ადამიანს წარმოდგენა შეუძლია“, - ამბობს დუპლანტისი.

0.129989