ფეხბურთი

21:23 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ჟეზუში 3 თვე ვერ ითამაშებს

ლონდონის „არსენალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუში სამი თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია სჭირდება და ამის გამო 3 თვე გაუცდება, რაც ნიშნავს, რომ „არსენალს“ სეზონის განახლების შემდეგ საკმაო ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

გაბრიელმა მუხლის ტრავმა ბრაზილიის ნაკრებში, კამერუნთან მატჩში მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოაკლდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ინგლისური გუნდის რიგებში ჩატარებულ 20 თამაშში მხოლოდ 5 გოლია.

აქვე გეტყვით, რომ ინგლისის პრემიერლიგის განახლებამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი - სამი კვირა.

0.127336