გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა ჰანს-დიტერ ფლიკმა დატოვოს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი კიდევ აკავშირებს.
მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრები მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა დატოვა, შესაძლოა, ფლიკიც მის გზას გაუყენონ. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
დასახელდა ფლიკის შესაძლო შემცვლელების გვარებიც - ფრედი ბობიჩი, რალფ რანგნიკი და ტომას ტუხელი. ეს უკანასკნელი „ჩელსიდან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად ითამაშა და ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა.