ფეხბურთი

20:10 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

საფრანგეთის ნაკრების ბოლო ვარჯიში კილიან მბაპემ გამოტოვა, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს.

ჯერჯერობით, 23 წლის შემტევის დაზიანების ხარისხი უცნობია და ინგლისთან მატჩამდე ოთხი დღეა დარჩენილი, შესაბამისად, მას დასაბრუნებლად დრო აქვს, მაგრამ საფრანგეთისთვის მაინც საგანგაშოა, რომ კილიანმა ვარჯიში გამოტოვა.

მბაპე მიმდინარე მუნდიალზე შესანიშნავად თამაშობს და 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.

0.116033